უფლისციხე-გორის გზაზე ავტომანქანა არხში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია.
როგოც ირკვევა, მსუბუქი ავტომანქანა დილის 6 საათზე გორის მიმართულებით მოძრაობდა.
მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. არხში ჩავარდნამდე მანქანა ბოძს დაეჯახა.
პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი დააჯარიმა. ზარალს ენერგოპროჯორჯიაც ითვლის.