თბილისის ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა ტესტირება ტაქსის მძღოლებს ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.
„ერთ-ერთი რისკჯგუფია თბილისის ტაქსის მძღოლები როგორც A კატეგორიის, ისე B კატეგორიის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება. ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტი ,როდესაც ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობს, როდესაც ისინი დაინფიცირებულები იყვნენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.