20:45, 23 აპრილი, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
No Result
View All Result
ქართული საინფორმაციო მედია
23 Apr 2021, 4:17 AM (GMT)

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

301,535 ინფიცირებული
3,992 სიკვდილის შემთხვევა
284,286 გამოჯანმრთელებული
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სასარგებლო რჩევები
    • საინტერესო
    • სპორტი
    • კულტურა
    • მეცნიერება
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სასარგებლო რჩევები
    • საინტერესო
    • სპორტი
    • კულტურა
    • მეცნიერება
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
ქართული საინფორმაციო მედია
No Result
View All Result

როგორ გამოვიყენოთ TikTok-ის ალგორითმი ეფექტურად

21:25 10 მარტი, 2021
- გართობა, ექსკლუზივი, მეცნიერება, საინტერესო, სასარგებლო რჩევები, სოციალური მედია, ყველა სიახლე
- 1 min read
A A
0
185
გაზიარება
1k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზეგაზიარება Mail-ზე

TikTok არის სივრცე სადაც ნებისმიერ მომხმარებელს აქვს თანაბარი შესაძლებლობა გახდეს დიდი აუდიტორიის მქონე.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გამომწერი გყავთ, ერთი თუ მილიონი, ახლა იწყებთ თუ დიდი ხანია, Tik-Tok-ზე მოღვაწეობთ, თქვენსა და ჯენიფერ ლოპესის ვიდეოს თანაბარი შანსი აქვს, გახდეს ვირუსული.  ბიზნესებმა, რომლებმაც მალე აუღეს ალღო და დაიწყეს ტიკტოკზე რეგულარული კონტენტის წარმოება, როგორც წესი, მინიმალური დანახარჯებით მოახერხეს, გასულიყვნენ დიდ აუდიტორიაზე. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გამოიყენოთ ტიკტოკის ალგორითმი თქვენს სასარგებლოდ.

1. შექმენით მოკლე ვიდეოები

სანამ ცნობადობას მოიპოვებთ და ლოიალური აუდიტორია გეყოლებათ, ეცადეთ, თქვენი ვიდეოების ქრონომეტრაჟი 15-დან 30 წამამდე იყოს. ნუ გამოიყენებთ სამოცივე წამს სრულად. შანსი იმისა, რომ მაყურებელმა მოკლე ვიდეო ბოლომდე ნახოს და არ „გადასქროლოს“, უფრო დიდია, ვიდრე გრძელი ვიდეოს შემთხვევაში. ხოლო, თუ თქვენს კონტენტს ბევრი „ბოლომდე ნახვა“ ექნება, ტიკტოკის ალგორითმი ჩათვლის, რომ ის საინტერესოა და ეცდება, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აჩვენოს.

2. იფიქრეთ, როგორ შესძინოთ თქვენს კონტენტს ღირებულება

რატომ უნდა დარჩეს აუდიტორია თქვენთან? რისი შეთავაზება შეგიძლიათ, გართობის, ინსპირაციის თუ განათლების? იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება იყოს თქვენი მაყურებლისთვის ღირებული და იმოქმედეთ შესაბამისად.

3. არ დაგავიწყდეთ პირველი 3 წამის პრინციპი

ეცადეთ, აუდიტორიის ყურადღება პირველ სამ წამში მიიპყროთ და არ მისცეთ საშუალება, თქვენი ვიდეო გამოტოვოს. ამისთვის, რამდენიმე მარტივი ხრიკის გამოყენება შეგიძლიათ:

  • დაიწყეთ ვიდეო შეკითხვის დასმით. მაგალითად, თუ პიცერიას ფლობთ, ეს შეკითხვა შეიძლება იყოს: „ბოლოს გემრიელი პიცა როდის ჭამეთ?“, შემდეგ კი აჩვენეთ და აუხსენით, სად შეიძლება მიირთვან გემრიელი პიცა. თუმცა, ეცადეთ, თქვენი ვიდეო „კლასიკურ“ რეკლამას ზედმეტად არ დაემსგავსოს. გამოიყენეთ კრეატივი და იუმორი.
  • პირველივე წინადადებიდან შესთავაზეთ აუდიტორიას რაიმე ფასეული: „ამ ვიდეოში აგიხსნით, როგორ გააგრძელოთ სწავლა ევროპაში“, „30 წამში გასწავლით, როგორ დაიწყოთ უცხო ენაზე საუბარი 3 თვეში“ და ა.შ.
  • დაიწყეთ ვიდეო მოძრაობით: შეიძლება ეს იყოს ცეკვა, ვარჯიში, ხატვა ან ჭამა. დაგვიჯერეთ, თუ ლამაზ პეიზაჟს ხატავთ და ამის ფონზე გვიყვებით ამბავს, აუცილებლად გავჩერდებით თქვენს ვიდეოზე. მსგავსი ტიპის კონტენტი უფრო მეტად იქცევს ყურადღებას, ვიდრე ცალკე აღებული ხატვა ან ამბავი.
  • დაიწყეთ ვიდეო უჩვეულოდ – ეს შეიძლება იყოს შებრუნებული (რევერსული) მოძრაობა, ზედმეტად ახლო ან შორი კადრი და ა.შ.
  • გაუკეთეთ ვიდეოს მოკლე და საინტერესო აღწერა.4. ამოიღეთ უსარგებლო დეტალებიჩვენს ტვინს სძულს უსარგებლო დეტალები, ამიტომ თუ აუდიტორიას მოაწყენთ, აუცილებლად დაგემშვიდობებათ და „გადასქროლავს“ მომდევნო ვიდეოზე.

    ვიდეო ისე დაამონტაჟეთ, რომ შიგნით რაც შეიძლება მოკლე, კონკრეტული და ინფორმაციული წინადადებები დატოვოთ. ამოიღეთ ფიქრის, ბორძიკის ნაწილი და სხვა არაფრისმომცემი დეტალები.

  • 5. დადეთ ვიდეოები ხშირადგახდება თუ არა ვიდეო ვირუსული, ამის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ შანსები გაზარდოთ. სოციალური მედიის გურუები დღეში რამდენიმე ვიდეოს დაპოსტვასაც გვირჩევენ, თუმცა, თუ ამ სიხშირით ხარისხის შენარჩუნება გაგიჭირდებათ, მაშინ დადეთ თითო ახალი ვიდეო ყოველდღიურად.

    ყველა სოციალური ქსელის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს აუდიტორია თავის პლატფორმაზე. ხშირად პოსტვით კი ზუსტად ამას უწყობთ ხელს. დაგვიჯერეთ, ალგორითმი აუცილებლად „დაგიფასებთ“ და ეცდება, თქვენი კონტენტი წაახალისოს.

  • 6.თვალი ადევნეთ ტრენდებსგამოეხმაურეთ თქვენი ბიზნესისთვის რელევანტურ ტრენდებს, შეუერთდით ჰეშთეგ გამოწვევებს, გამოიყენეთ ტრენდული მუსიკა და ფილტრები. ეცადეთ, ყველა ვიდეოში, შეიტანოთ ორიგინალური და სახასიათო დეტალები. ამ გზით მოახერხებთ მკაფიო იდენტობის შექმნას და აუდიტორიის გონებაში მუდმივი ადგილის დამკვიდრებას.
  • 7. შექმენით ორიგინალური კონტენტიტრენდების გარდა, იფიქრეთ, როგორ შექმნათ ორიგინალური კონტენტი ან გახდეთ ახალი გამოწვევის ავტორი. შთაგონებისთვის დააკვირდით, რა უყვარს ტიკტოკის აუდიტორიას, როგორი ტიპის ვიდეოებზე ჩერდება და აკომენტარებს.
  • 8. გამოიყენეთ ჰეშთეგები სწორადჰეშთეგების სწორად შერჩევა გეხმარებათ, გახვიდეთ თქვენთვის რელევანტურ აუდიტორიაზე. თუ, პირობითად, ფიტნეს ინ

    სტრუქტორი ხართ და შესაბამის ჰეშთეგებს გამოიყენებთ, თქვენს კონტენტს, პირველ რიგში, ნახავენ ის ადამიანები, ვისაც ანალოგიური ჰეშთეგები აქვთ გამოწერილი. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ გახვიდეთ მიზნობრივ აუდიტორიაზე.

    9. დაპოსტეთ მაშინ, როცა თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია

    ტიკტოკის ანალიტიკაში მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ, დღის რომელ მონაკვეთშია თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიური. დადეთ მომდევნო ვიდეო სწორედ ამ დროს და დააკვირდით შედეგებს.

  • 10. გაითვალისწინეთ ტიკტოკის რჩევაარ შექმნათ რეკლამა, შექმენით ტიკტოკი. ჩართეთ კრეატივი და თქვენი პროდუქტი აუდიტორიას საინტერესო გზით მიაწოდეთ.
თეგები tiktokტიკტოკი

პოპულარული

„ნეპალელ ქალს, ვერ მოვიყვანდი… დედაჩემი მეუბნებოდა, ქართველი უნდა შეირთოო“- ვინ არის ქალი, რომლის ქანდაკებებიც გიორგი ფხაკაძის სახლში იდგა გააზიარე

22:06 9 დეკემბერი, 2020

სენსაციური რეცეპტი – ანტივირუსული წვნიანი ნივრითა და ქონდრით

11:03 28 ნოემბერი, 2020

ვაიმე, ეხლა გავიგე, შოკი მაქვს – რა ვიდეოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია

00:52 7 იანვარი, 2021

გორში გაზის მიწოდება შეუწყდა გარკვეულ უბნებს

14:41 6 იანვარი, 2021
ქართული საინფორმაციო მედია

Georgian News Media

კატეგორიები

  • COVID-19
  • გართობა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • კრიმინალი
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სასარგებლო რჩევები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • შემეცნებითი
  • შემთხვევა

ბოლო სიახლე

ვიდეო, რომელზეც “სექსუალური ძალადობის მცდელობაა” ასახული

20 მარტი, 2021
12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სასარგებლო რჩევები
    • საინტერესო
    • სპორტი
    • კულტურა
    • მეცნიერება
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია