18:09, 25 თებერვალი, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
No Result
View All Result
ქართული საინფორმაციო მედია
25 Feb 2021, 2:03 AM (GMT)

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

269,800 ინფიცირებული
3,475 სიკვდილის შემთხვევა
263,727 გამოჯანმრთელებული
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
ქართული საინფორმაციო მედია
No Result
View All Result

ვის უფინანსებს სახელმწიფო სწავლის საფასურს – ნახეთ ხართ თუ არა დაფინანსებულთა სიაში

00:58 12 თებერვალი, 2021
- ექსკლუზივი, საინტერესო, ყველა სიახლე
- 1წუთში წასაკითხი
A A
0
541
გაზიარება
3k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზეგაზიარება Mail-ზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, ამისთვის კი სამინისტროს ბიუჯეტიდან წლიურად 100 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.

 

პანდემიის დაწყებიდან არსებულ საგრანტო პროგრამებს დაემატა ახალი ინიციატივებიც. უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შესთავაზეს გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

 

სოციალური დახმარების ფარგლებში (150 000 ქულა და ნაკლები) სწავლის საფასური დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 15 015 სტუდენტს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს.

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 27 890 (ბაკალავრიატი);

 

პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება – 19 775 (ბაკალავრიატი);

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სოციალური) – 4 489 (ბაკალავრიატი);

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საფუძველზე ჩარიცხული პირების გრანტი – 16 (ბაკალავრიატი);

 

თანამემამულის სტატუსის მქონე პირები – 35 (ბაკალავრიატი);

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2020) 379 (ბაკალავრიატი);

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2019) – 61 (ბაკალავრიატი);

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი -122(ბაკალავრიატი);

 

მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 829 (ბაკალავრიატი);

 

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი -1 781 (მაგისტრატურა);

 

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (სოციალური) -177 (მაგისტრატურა);

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი – 16 (მაგისტრატურა);

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირების გრანტი – 19 (მაგისტრატურა).

სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა სხვადასხვა კეტეგორიის 1539-მა სტუდენტმა, მათ შორის:

 

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს მაღალმთიანი დასახლების სკოლებში,

 

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო 1 წელი სწავლობდნენ/მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,

 

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სკოლაში,

 

ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებმა ან ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებმა ან მათმა შვილებმა,

 

მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრებმა,

 

უდედმამო სტუდენტებმა,

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა,

 

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფმა პირებმა,

 

სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).

 

აქვე, სამინისტროს მიერ ფინანსდება პროგრამა “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”, რომლის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიას იღებენ სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სტიპენდია გადაეცა 3 243 სტუდენტს.

 

გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით.

 

მიმდინარეობს მუშაობა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის (სოფ. რიყე, რუხი და ხურჩა) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტების სიების დაზუსტებაზე.

პოპულარული

გია ბარამიძეს სასტიკად გაუსწორდნენ

09:27 24 თებერვალი, 2021

განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12:42 24 თებერვალი, 2021

შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხეს და კიდევ დაპირდნენ

20:54 23 თებერვალი, 2021

“დამირეკა და დავიფრინე. მერე, მალევე, მე დამიფრინეს…“ – ინგა გრიგოლია

00:24 25 თებერვალი, 2021
ქართული საინფორმაციო მედია

Georgian News Media

კატეგორიები

  • COVID-19
  • გართობა
  • ექსკლუზივი
  • კრიმინალი
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • შემთხვევა

ბოლო სიახლე

ხელოვნურ ტბაში 25 წლის სპეცრაზმელი დაიხრჩო

25 თებერვალი, 2021
12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია