17:22, 25 თებერვალი, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
No Result
View All Result
ქართული საინფორმაციო მედია
25 Feb 2021, 1:03 AM (GMT)

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

269,800 ინფიცირებული
3,475 სიკვდილის შემთხვევა
263,727 გამოჯანმრთელებული
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
ქართული საინფორმაციო მედია
No Result
View All Result

წესები, რომლის დაცვაც ყველა მოსწავლეს მოუწევს

22:55 11 თებერვალი, 2021
- ექსკლუზივი, საზოგადოება, საინტერესო, ყველა სიახლე
- 1წუთში წასაკითხი
A A
0
285
გაზიარება
1.6k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზეგაზიარება Mail-ზე

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა. მთავრობის ცნობითვე, სკოლებში სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა:

მოსწავლის ტრანსპორტირება:

  • სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩატარდეს მოსწავლის თერმოსკრინინგი;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება ;
  • დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება

სკოლაში შესვლამდე:

  • თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას
  • სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ

    პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას;

  • დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე;
  • თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში:

  • სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით;
  • მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია;
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით;
  • გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში
  • საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით

რეკომენდაცია მშობლებს:

  • შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას;
  • მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში. განაგრძეთ კითხვა

პოპულარული

გია ბარამიძეს სასტიკად გაუსწორდნენ

09:27 24 თებერვალი, 2021

განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12:42 24 თებერვალი, 2021

შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხეს და კიდევ დაპირდნენ

20:54 23 თებერვალი, 2021

ამოგაძრობთ ენას, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ! – ვის ემუქრება ნინო ბურჯანაძე

18:15 24 თებერვალი, 2021
ქართული საინფორმაციო მედია

Georgian News Media

კატეგორიები

  • COVID-19
  • გართობა
  • ექსკლუზივი
  • კრიმინალი
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • შემთხვევა

ბოლო სიახლე

ხელოვნურ ტბაში 25 წლის სპეცრაზმელი დაიხრჩო

25 თებერვალი, 2021
12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია