მოხუცს ყაჩაღებმა ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მის საწამებლად უთო გამოიყენეს. შედეგად, დაზარალებულს სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა აქვს მიღებული
ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ “რიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში შეიჭრნენ და 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს..
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.