21:58, 28 თებერვალი, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
No Result
View All Result
ქართული საინფორმაციო მედია
28 Feb 2021, 5:39 AM (GMT)

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

270,758 ინფიცირებული
3,510 სიკვდილის შემთხვევა
265,114 გამოჯანმრთელებული
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
ქართული საინფორმაციო მედია
No Result
View All Result

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით, ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ !

21:48 11 თებერვალი, 2021
- ექსკლუზივი, პოლიტიკა, ყველა სიახლე
- 1წუთში წასაკითხი
A A
0
1.5k
გაზიარება
8.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზეგაზიარება Mail-ზე

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ.

„სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე  https://workabroad.moh.gov.ge/ გადის.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი;

ჯანდაცვის უწყების ცნობით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

დასაქმების ხანგრძლივობა:

  • ერთიდან სამ თვემდე;

სამუშაო დრო

  • ხუთი-ექვსი დღე კვირაში; რვა-ათი საათი დღეში.

მინიმალური ხელფასი

  • 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

“რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს – (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს, დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება შრომითი და სოციალური უფლებების დაცვით“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

მისივე ცნობით, სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.

პოპულარული

სასწრაფოდ !მოვიპოვეთ დოკუმენტი, მიხეილ საააკაშვილი არის მკკვლელი !

00:26 10 თებერვალი, 2021

სასწრაფოდ: ნიკა გვარამია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს – “მაქვს ინფორმაცია აპირებენ გამოქვეყნებას…”

23:40 25 თებერვალი, 2021

“მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა” – რას წერს საბა ბუაძე

15:30 9 თებერვალი, 2021

ეს აქამდე არსად გავრცელებულა, ყველასთვის მოულოდნელია, ნახეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება გიორგი გახარიაზე

00:40 26 თებერვალი, 2021
ქართული საინფორმაციო მედია

Georgian News Media

კატეგორიები

  • COVID-19
  • გართობა
  • ექსკლუზივი
  • კრიმინალი
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • შემთხვევა

ბოლო სიახლე

„ამ უტიფარ დედაკაცს ბოღმისგან უკვე სახეც შეეცვალა… მილიონჯერ გაეცი თუნდაც პასუხი, ჰკიდიათ!“ – ბაკურ სვანიძემ ინგა გრიგოლიას გადაუარა

28 თებერვალი, 2021
12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია