18:26, 25 თებერვალი, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
No Result
View All Result
ქართული საინფორმაციო მედია
25 Feb 2021, 2:03 AM (GMT)

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

269,800 ინფიცირებული
3,475 სიკვდილის შემთხვევა
263,727 გამოჯანმრთელებული
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
ქართული საინფორმაციო მედია
No Result
View All Result

პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება

22:40 16 თებერვალი, 2021
- ექსკლუზივი, საზოგადოება, ყველა სიახლე
- 1წუთში წასაკითხი
A A
0
327
გაზიარება
1.8k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზეგაზიარება Mail-ზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც „იმედინიუსს“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ლადო კახაძემ განუცხადა, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 ლარის ოდენობით პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის.

ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

ახალი კანონის ამოქმედებამდე, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ პირბადის ტარების აღნიშნულ წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

პოპულარული

გია ბარამიძეს სასტიკად გაუსწორდნენ

09:27 24 თებერვალი, 2021

განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12:42 24 თებერვალი, 2021

შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხეს და კიდევ დაპირდნენ

20:54 23 თებერვალი, 2021

“დამირეკა და დავიფრინე. მერე, მალევე, მე დამიფრინეს…“ – ინგა გრიგოლია

00:24 25 თებერვალი, 2021
ქართული საინფორმაციო მედია

Georgian News Media

კატეგორიები

  • COVID-19
  • გართობა
  • ექსკლუზივი
  • კრიმინალი
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • შემთხვევა

ბოლო სიახლე

გოგა ხაინდარავა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს – ამას არავინ ელოდა

25 თებერვალი, 2021
12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია