ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ.
„თამარ ჟვანია არ გადამდგარა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განუცხადეს ქართულ საინფორმაციო მედიას ცესკოში.
ინფორმაციისთვის, თამარ ჟვანია 2013 წლის 11 სექტემბრიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს.