16:57, 25 თებერვალი, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
No Result
View All Result
ქართული საინფორმაციო მედია
25 Feb 2021, 12:33 PM (GMT)

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

269,800 ინფიცირებული
3,475 სიკვდილის შემთხვევა
263,727 გამოჯანმრთელებული
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება
ქართული საინფორმაციო მედია
No Result
View All Result

“მივედი მის ყოფილ ქმართან და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა…”

23:34 6 თებერვალი, 2021
- ექსკლუზივი, საზოგადოება, ყველა სიახლე
- 1წუთში წასაკითხი
A A
0
323
გაზიარება
1.8k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზეგაზიარება Mail-ზე
“ერთი მძახალი მყავდა თემურ ალასანია, მეორე – ვალერი კოჩაროვი. ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს”
 

ჩვენი ინტერვიუ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ კომპოზიტორ დათო ევგენიძესთან ნინოობას დაემთხვა და, ფაქტობრივად, მასთან ერთად შევიძინეთ საჩუქარი მისი მეუღლისთვის, მერე კი მასთან ერთად გადავეცით.

– ნინოობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. წმინდა ნინოს ჯვრით მოინათლა საქართველო. მიმაჩნია, რომ ეს გზა მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისკენ საქართველოსთვის ზემოთ იყო დაწერილი, ზეცაში და ეს ყველა ქართველს რომ გვახსოვდეს, უკეთესი იქნებოდა ჩვენი აწმყოც,

უნიჭიერესია ქართველი ერი. ცოტანი კი ვართ, მაგრამ ბევრი ინდივიდია ჩვენ შორის. სწორედ ეს ინდივიდუალობა არ ასვენებს ადამიანის ამბიციებს. ყველა ქართველი მეფეა! ყველას პირველობა უნდა!.. წლების წინ “გარდიანის” ჟურნალისტი­ იყო ჩამოსული ინტერვიუსთვის. მან მიამბო, ჩემი მეგობარი დადის სხვადასხვა­ ქვეყანაში, ჯდება ტაქსიში, დადის ქუჩებში, აკვირდება და

ავტომანქანების მოძრაობის მიხედვით ხვდება მასპინძელი ქვეყნების ფსიქოლოგიასო. უთქვამს, თითქმის მსოფლიო მაქვს შემოვლილი, ალჟირში, მაგალ­ითად, არანაირ წესს იცავენ და კანონი ფეხებზე ჰკიდიათ, საქართველოს გზებზე კი ყველა ქართველ მძღოლს მიაჩნია, რომ თვითონ არის მთავარი და დანარჩენები ხელს უშლიანო… მაგრამ ერთი კარგი თვისება აქვთ ქართველებს – სულ ერთმანეთის ჭამაში არიან, მაგრამ დიდი განსაცდელის პირისპირ ერი ერთიანდება. ასეთ ფაქტს ბევრს იპოვით ჩვენს ისტორიაში, თუმცა მგონია, მარტო განსაცდელი არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ისედაც უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი ერს, რომელსაც ამდენი მტერი ჰყავს. ისტორიას რომ თვალი გააყოლოთ, განსაცდელი სულ თან გვდევს, მაგრამ გვავიწყდება. ამიტომ პირველი, რაც გვჭირდება, ერთობაა.

– დღეს ბევრი პარტიაა პოლიტიკურ ასპა­რეზზე, თუმცა, მათი ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…

– რაც უნდა ხდებოდეს, თითოეული­ პოლიტიკური მოძრაობის მიზანი საქართველოს კეთილდღეობა უნდა იყოს და არა – მათი პირადი გამარჯვება.

– შეიძლება ითქვას, ახლა გვყავს პოზიცია, ოპოზიცია და ოპოზიციის ოპოზიცია…

– სამწუხაროდ, ყველას თავი ესკორტი ჰგონია… არადა, ყველა ერთ დიდ მანქანაში რომ გადავსხდეთ, რომელსაც საქართველო ერქმევა, ეს იქნება ბედნიერება.

– ნინოობას დავუბრუნდეთ… თქვენ თქვენი ნინო გყავთ ოჯახში, თქვენი მეორე ნახევარი…

– დღევანდელი დღე ეძღვნება ჩემს ნინოს და ყველა ნინოს. ასეთი ლექსიც მაქვს დაწერილი:
,,არ მაპატიეს, მე რომ ხანდახან
ღამეს ვუთევდი პიანინოებს.
მე კი მეგონა, რომ ყოველ დილით

ცა მიგზავნიდა წმინდა ნინოებს”.

მთელი ცხოვრება ვამჩნევდი, რომ ძალიან ლამაზი გოგონა დადის ქუჩებში. ალბათ, ყველა ჯანმრთელი მამაკაცის თვისებაა, როდესაც ლამაზ გოგოს დაინახავს, ფიქრობს, რატომ არ არის ჩემიო. ბოლოს გახდა ჩემი. უკვე 16 წელია, ერთად ვართ.

– როგორ შემოიჭრა ნინო თქვენს ცხოვრებაში?

– 16 წლის წინ მოსკოვიდან ჩამოვედი, ვმუშაობდი ბონდარჩუკის ფილმზე “მეცხრე როტა”. ამ დროს კიდევ ერთხელ გართულდა რუსულ-ქართული ურთიერთობები და რუსული საკონსულო არ მუშაობდა. მე ერთი კვირით ვიყავი ჩამოსული ვიზის გასაგრძელებლად, მაგრამ ექვსი­ თვე მომიწია აქ ყოფნამ. სწორედ ამ პერიოდში­ “აჭარა ჰოლში” შევდიოდი და შემხვდა ნინო, რომელიც დაახლოებით 10 წლის უნახავი მყავდა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. გადავკოცნეთ ერთმანეთი და მაშინვე ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. გაეცინა, დაიბნა, ამ დღიდან ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა.

– შვილებზეც მიამბეთ – თქვენ და ნინოს გყავთ არაჩვეულებრივი ნიკოლოზი…
– მე ყოველთვის ვამბობ, რომ ხუთი შვილი მყავს, იმიტომ, რომ ნინოს შვილი­ ლუკაც 6 წლიდან ჩემთან იზრდება და ისიც ჩემი შვილია. პირველი შვილი პარიზში­ მყავს – ანჟელიკა. კაცმა რომ თქვას, ჩემს ორივე გოგონას ჩემი გარდაცვლილი დის, ლიკას სახელი ჰქვია. უფროსს, რადგან დედამისი ფრანგი იყო, ანჟე-ლიკა დაარქვა, მეორე კი მართლაც ლიკაა. ორივე ერთ დღეს არის დაბადებული. მათ შორის სხვაობა ორი წელია. ლუკაც ორი მყავს – ჩემი და ნინოსი, ნიკოლოზი კი უმცროსია, 15 წლის. სხვათა შორის, უკვე შვიდი შვილიშვილი მყავს.

– თქვენს შემოქმედებით მონაცემებს რომელ შვილში ხედავთ?
– ნიკოლოზს აქვს საოცარი ნიჭი, მაგრამ არ აპირებს მუსიკოსობას, სამწუხაროდ. ლუკამ ВГИК-ი დაამთავრა, რეჟისორია და ფანტასტიკური თვალი აქვს. ლიკას იცნობთ, ყოველმხრივ ნიჭიერია. ანჟელიკა მღეროდა, მაგრამ თავი დაანება, რადგან ხუთი შვილი ჰყავს.

– ლიკაზე უნდა გკითხოთ – მძახლებთან­ როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ერთი მძახალი მყავდა თემურ ალასანია, მეორე – ვალერი კოჩაროვი. ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

პოპულარული

გია ბარამიძეს სასტიკად გაუსწორდნენ

09:27 24 თებერვალი, 2021

განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12:42 24 თებერვალი, 2021

შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხეს და კიდევ დაპირდნენ

20:54 23 თებერვალი, 2021

ამოგაძრობთ ენას, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ! – ვის ემუქრება ნინო ბურჯანაძე

18:15 24 თებერვალი, 2021
ქართული საინფორმაციო მედია

Georgian News Media

კატეგორიები

  • COVID-19
  • გართობა
  • ექსკლუზივი
  • კრიმინალი
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • შემთხვევა

ბოლო სიახლე

ხელოვნურ ტბაში 25 წლის სპეცრაზმელი დაიხრჩო

25 თებერვალი, 2021
12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • ყველა სიახლე
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
    • სპორტი
    • კულტურა
    • საინტერესო
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერება

© 2020 GNM.GE - ყველა უფლება დაცულია