“თავიდან ურთიერთობა რომ დავიწყეთ, ხალხისგან ცოტა უცნაური ემოცია წამოვიდა, იმიტომ, რომ 20 წელია ჩვენ შორის სხვაობა. მაგრამ ამას ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. გიო არის ზრდასრული მამაკაცი და იცის, როგორ მომიდგეს მე. 20 წლის ბიჭი იმდენს ვერ შემომთავაზებს, რამდენსაც გიორგი. შინაგანი სამყაროს მხრივ ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს, რაღაც დათმობებზე მოდის. მე აღფრთოვანებული ვარ. ალბათ, ასეთი ურთიერთობა ძალიან იშვიათია და მადლობა ამისთვის.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანმა იცის, რა მინდა, რა გამახარებს, რა მესიამოვნება. რაც გავიცანი, იმის მერე გიორგი ჩემთვის სულ სხვანაირი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლეა, არის იდეალური მამა, იდეალური მეგობარი და ისეთი ახლობელი, თითქოს სულით ერთნაირები ვართ. მე მჯერა, რომ ადამიანებს ჰყავთ მეორე ნახევარი, რომელსაც ან პოულობენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე, ან – ვერა”, – ამბობს ანი